“ხაზი იყო გასმული ზუსტად იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომლებმაც საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანა” – დავით კაჭარავა პრემიერის გამოსვლაზე

“ხაზი იყო გასმული ზუსტად იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომლებმაც საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ის შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ ოპოზიციისგან, რა თქმა უნდა, კრიტიკის მიღმაა. გაურკვეველია, რაზე საუბრობენ. მათ არასდროს სიამოვნებთ საქართველოს წარმატება. როგორც კი ხედავენ ჩვენს საერთო წარმატებას, ისინი ცდილობენ, ეს ყველაფერი გააშავონ“,- აღნიშნა კაჭარავამ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები