პირამოკერილი პატიმარი ქუთაისის საპყრობილედან საავადმყოფოში გადაიყვანეს

        ქუთაისის N2 საპყრობილედან პირამოკერილი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯაბა შავაძე მეთხუთმეტე დღეა შიმშილობს. „ჩემი მეუღლე მე-15 დღეა შიმშილობს. ნახვის უფლებას არ მაძლევენ და არ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ არის. მისი საქმის პროკურორი იყო შესული და უთხრა, აზრი აქვს შენს შიმშილობას, მოსამართლე მაინც ჩვენს მტკიცებულებებს დაეყრდნობაო. ჩემი მეუღლის საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა. ყაჩაღობას აბრალებენ, თუმცა არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე იყო საუბარი პროკურატურის მხრიდან, თუმცა ჩემი მეუღლე ამის წინააღმდეგია,“ – ამბობს ერთ-ერთი პატიმრის გიორგი ანდრიაძის მეუღლე თამილა გოქაძე. სახალხო დამცველის იმერეთის ოფისში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის რწმუნებულები ციხეში დღეს შევლენ და მოშიმშილე პატიმრებს შეხვდებიან. ციხეში მოშიმშილე 6 პატიმარს ინდივიდუალური მოთხოვნები გააჩნიათ. მათი ნაწილი საქმეების თავიდან გამოძიებას და განაჩენების გადახედვას, ხოლო ნაწილი ციხის ადმინისტრაციის ყურადღებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები