“ფასების ზრდაზე აისახება” – ე.წ. სამხრეთ ოსეთში გლეხებს სოფლის პროდუქცია ე.წ. საზღვრებს გარეთ ვერ გააქვთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გლეხები სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების შეფერხების წინაშე აღმოჩნდნენ.

შესაბამისი საკითხი ე.წ. პარლამენტში განიხილებოდა.

დე ფაქტო ვიცესპიკერი, ვლადიმერ ქელეხსაევი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემას შეეხო, რომლებსაც ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ვაშლის ან სხვა ხილის გატანა არ შეუძლიათ.

„ხალხმა არ იცის, სად გაყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საბაჟოზე ვერ გააქვთ. აუცილებელია ამ საკითხის სამთავრობო დონეზე გადაწყვეტა და მოსკოვში კოლეგებთან შეთანხმება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაჭრელად“, – განაცხადა მან.

ქელეხსაევმა აღნიშნა, რომ ამჟამად “სამხრეთ ოსეთ-რუსეთის გზაზე, საბაჟოზე არ უშვებენ მსუბუქ მანქანებსაც ტვირთით”.

„ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აისახება რიგით მოქალაქეებზე ფასების გაძვირების სახით“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები