გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილი არის უდიდესი კონტრიბუტორი ჩვენს ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული მოვლენებისა და პროცესების

ბიძინა ივანიშვილი არის უდიდესი კონტრიბუტორი ჩვენს ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული მოვლენებისა და პროცესების, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის სამიზნეები სანქცირების კუთხით ბიძინა ივანიშვილთან ერთად ის ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან.

„ბიძინა ივანიშვილი გაუსვრელია ბინძურ პოლიტიკურ ბატალიებში, უდიდესი კონტრიბუტორია ჩვენს ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული მოვლენებისა და პროცესების. დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური გუნდი ასეთი ეფექტურია, გადის კონკრეტულ შედეგებზე, არის კონკრეტული მიღწევები და ეს ყველაფერი გათანაბრებულია ხალხის ინტერესებთან, რა თქმა უნდა, სამიზნე იქნება ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი გუნდი“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები