“ყველა საღად მოაზროვნე, ჩვენი მოქალაქე ამაყი იქნებოდა პრემიერმინისტრის სიტყვებით” – მიხეილ ყაველაშვილი

დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე, ჩვენი მოქალაქე ალბათ ამაყი იქნებოდა პრემიერმინისტრის სიტყვებით, – ამის შესახებ გადაცემა„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„ორბანმაც მაგალითისთვისაც კი აიღო საქართველო, საქართველოში არსებული მდგომარეობა და დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ღირსეული და სუვერენული ქვეყნები. როგორც დღეს საქართველო იქცევა, ესეც სამაგალითოა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები