„ნაცმოძრაობა“ ყველაფერს დაუჭერს მხარს, რაც პატარა პარტიების გაძლიერებას უზრუნველყოფს” – ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს მხარს დაუჭერს, რაც უზრუნველყოფს პატარა პარტიების გაძლიერებას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„5-პროცენტიან ბარიერზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია უკვე იცით, ჩვენ ყველაფერს მხარს დავუჭერთ, რაც გააძლიერებს პატარა პროდასავლურ პარტიებს და შესაძლებელს გახდის, რომ ისინიც იყვნენ აქტორები და მოთამაშეები პოლიტიკაში. ჩვენ მეტიც, მზად ვართ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან საურთიერთოდ კოალიციური მთავრობისთვის და არა მარტო პარტიებთან, არამედ კონკრეტულ სამოქალაქო ჯგუფებთან, რომლებსაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი აწუხებს და უნდა. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს მხარს დაუჭერს, რაც მიმართული იქნება პატარა ჯგუფების გაძლიერებისთვის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.