როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
„საქართველოში გამოიდარებს, დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 22-დან 24 გრადუსამდე ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი. მაღალმთიან რეგიონებშიც მოიმატებს ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდე“, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
„აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია და ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით იქნება განსხვავებული დასავლეთ საქართველოსგან.
ხვალაც ვინარჩუნებთ თბილ და უნალექო ამინდს. საქართველოში ამ დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება დღის განმავლობაში და დღის ბოლოს. შესაძლებელია ზოგგან აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
7 მაისს დღის საათებში უმეტესად გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის ალბათობას არ გამოვრიცხავთ, არამდგრადი ამინდი ორი დღე შენარჩუნდება“, – განუცხადეს “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში.