ბლინკენი აცხადებს, რომ კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს ვერანაირად ვერ დაადასტურებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მან მოისმინა ცნობები კრემლზე უკრაინის დრონებით სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ მას ამის დადასტურება არანაირად არ შეუძლია.
„უბრალოდ არ ვიცით. ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას კრემლზე დრონების სავარაუდო, თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.