კიევში, კრემლის თავზე აფეთქებასთან კავშირს უარყოფენ

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, უკრაინას კრემლზე დრონების სავარაუდო, თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე, ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა მიმართავს ყველა არსებულ ძალას და საშუალებას მისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის“, – განუცხადა მან BBC-ს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით გასაკვირია ფორმულირება – ”ტერორისტული სახელმწიფო.
“ტერაქტი – ეს არის უმანსა და ნდიპროში დანგრეული სადარბაზოები, ან რაკეტა, რომელიც მიმართულია კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე, ან სხვა ტრაგედიები, და არა ის, რაც მოსკოვში მოხდა. ცხადია, ეს არის 9 მაისამდე ვითარების გამწვავების მცდელობა, ჩვენი ოპონენტებისგან მოსალოდნელი ქცევა”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები