ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს სახლში ჩხრეკა ჩატარდა

ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ცრუ მონაცემების შეყვანასთან დაკავშირებულ გამოძიებას.

ამის შესახებ პორტალი G1 წერს.

პორტალის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა სახლში, სადაც ბოლსონარუ მარტში ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს.

გამოძიების ფარგლებში, დააკავეს ექსპრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, პოლკოვნიკი, მაურუ სიდ ბარბოზა და მისი ორი მცველი.

როგორც აღინიშნა, თავად ბოლსონარუს დაკავების ორდერი არ გაცემულა, მაგრამ დღეს მან ჩვენება უნდა მისცეს.

G1-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემებში ცრუ მონაცემები 2021 წლის ნოემბრიდან – 2022 წლის დეკემბრამდე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები