ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ომის მიმდინარეობასა და მათ დახმარებას განიხილავს.

“სამიტის თემაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მუდმივი მხარდაჭერა სკანდინავიური ქვეყნების მიერ, უკრაინის ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოსთან, ისევე – როგორც უკრაინის ინიციატივა სამართლიანი სამყაროსთვის“, – ციტირებს შვედეთის მთავრობას Reuters-ი.

ზელენსკი შეხვდება ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს, ასევე, შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერმინისტრებს.

უკრაინის ლიდერის ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები