ილია დარჩიაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე.