საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების ფონდით შეიცვლება
მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს ეხმიანება და საპარტნიორო ფონდის კორპორატიულ რეორგანიზაციას შეეხება. „ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ სახელწოდება იცვლება და ახალი შემოთავაზებით – საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დღეს მთავრობის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, საბჭოში აღარ იქნება და იგი ახალი დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პარლამენტმა 77 ხმით მიიღო.