ბელგრადში მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, არის მსხვერპლი
სერბეთის პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც ბელგრადში სკოლაში ცეცხლი გახსნა, რასაც დაცვის თანამშრომელი ემსხვერპლა, ასევე, დაჭრილია რამდენიმე მოსწავლე და მასწავლებელი.
ამის შესახებ Vecherne Novosti იტყობინება.
სროლა დღეს დილით სერბეთის დედაქალაქის ცენტრში, ვრაკარის რაიონის სკოლაში მოხდა.
დაკავებულია მე-7 კლასის მოსწავლე.
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.