პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) ბუდაპეშტში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრემიერმინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები