ბრიანსკში, სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა
რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე გვიან ღამით 5 დრონის გამოყენებით თავდასხმა მოხდა.
ტელეგრამ-არხ Baza-ს მტკიცებით, იერიშისთვის გამოყენებულია უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები.
წინასწარი მონაცემებით, ორი დრონი განადგურდა, ორი კი აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა. კიდევ ერთის მოძებნა ვერ მოხერხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა – An-124 მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა, მედიის მტკიცებით, ის არ იყო ექსპლუატაციაში.
მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.