ირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა ბაზაზე აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები
ირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა (IRGC) ბაზაზე აფეთქება მოხდა, რასაც ორი მუშა ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.
აფეთქება ბაზაზე “საბრძოლო მასალების” გადაადგილების დროს მოხდა.
Fars-ის ინფორმაციით, მუშები ამავე ბაზაზე მუშაობდნენ.
შემთხვევის გარემოებების გამოძიება დაწყებულია.