მედია: სომეხთა კათოლიკოსი მღვდლებს უსმენს

სომეხთა კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ მღვდლების მოსმენა დაიწყო.

ამის შესახებ Haqqin სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

„კათალიკოსი არასოდეს ბრწყინავდა განსაკუთრებული სიმამაცით და მთელი მისი საქმიანობა ამის ნათელი დასტურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელმა სკანდალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“, – წერს ერთ-ერთი სომხური გაზეთი.

გამოცემის წყაროები იუწყებიან, რომ გარეგინს ეშინია პოზიციის დაკარგვის და ყველგან ელანდება შეთქმულება და მოღალატეები.

„მოსასმენი მოწყობილობები ეჩმიაძინის რესტორნებშიც კი დამონტაჟდა, სადაც სასულიერო პირები სადილობენ. საოფისე ფართები და დარბაზებიც, რა თქმა უნდა, მეთვალყურეობის ქვეშაა“, – წერენ ჟურნალისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები