ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ ალეპოს დაბომბვას ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა
ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიაში ქალაქ ალეპოს დაბომბვას ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად, ასევე დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ალეპოს აეროპორტის ტერიტორიაც დაბომბეს, რის გამოც აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.
როგორც სირიის სამთავრობო მედია წერს, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელის ავიაგამანდგურებლების მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი ჩამოაგდო.