უკრაინა გერმანიისგან Gepard-სთვის საბრძოლო მასალების მიღებას აგვისტოდან დაიწყებს

უკრაინა გერმანიისგან Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო სისტემისთვის საბრძოლო მასალების მიღებას, დაახლოებით, აგვისტოდან დაიწყებს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბენდორფში, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს თქვა, – წერს Bild-ი.

მისი თქმით, საბრძოლო მასალის წარმოება უმჯობესდება, მაგრამ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიში გერმანიიდან მიღებული იარაღით არ უნდა მიიტანოს.

„ეს წესები სხვა დასავლურმა ქვეყნებმაც შეიმუშავეს, რომლებიც უკრაინას რუსული თავდასხმის საწინააღმდეგო იარაღს აწვდიან. ყველა საჭირო დახმარებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ნატოს შორის“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები