ფინეთში შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო ბაზები განთავსდეს
ფინეთში შესაძლოა, ამერიკული ბაზები განლაგდეს.
ფინური გაზეთის – Helsingin Sanomat-ის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას შეერთებული შტატები და ფინეთი ამზადებენ.
ამის შესახებ გამოცემა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიქაელ ანტელზე დაყრდნობით იტყობინება.
შეთანხმება ითვალისწინებს ფინეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ობიექტების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის განთავსებას.
ასეთი შეთანხმება აშშ-ს სხვა ქვეყნებთან აქვს.
დოკუმენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის ბირთვული იარაღის განლაგებას არ შეეხება.
ანტელის განმარტებით, „შეთანხმება საშუალებას იძლევა ამერიკული ჯარების ქვეყანაში შესვლის, დარჩენის და მის ტერიტორიაზე მასალების შენახვის. ასევე, შესაძლებელია, განახორციელონ ინფრასტრუქტურული ინვესტიციები აშშ-ის კონგრესის მიერ პენტაგონისთვის მიწოდებული სახსრებით“.