უკრაინული მედია: რუსეთს ბახმუტის აღება 9 მაისამდე სურს

რუსეთმა ბახმუტის აღების კიდევ ერთი ვადად 9 მაისი დაასახელა.

RBC-უკრაინას წყაროების ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა “გამარჯვების ამ ნოტაზე” შესაძლოა, ომის დასრულებაც გამოაცხადოს.

გამოცემის წყაროები აღიარებენ, რომ ამ ვერსიაში გარკვეული ლოგიკა არსებობს, რადგან ფაქტია, რომ ბახმუტის აღების შემდეგ რუსებს შეტევის ფიზიკურად გაგრძელების უნარი აღარ ექნებათ. გასულ წელს, ​სევეროდონეცკის აგლომერაციისთვის დამღლელი ბრძოლების შემდეგ რუსული წინსვლა თვეების განმავლობაში შეჩერდა. გარდა ამისა, უკრაინის შეტევის შემდეგ, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაკარგავს. ანუ, მოსკოვის მხრიდან „ომის დასასრული“, იქნება უკრაინისთვის წართმეულის გამყარება.

„თუ რუსეთი ომის დასრულების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებამდე გამოაცხადებს, არსებობს რისკი, რომ მსოფლიო ლიდერები კიევის მოლაპარაკებებისკენ დაყოლიებას დაიწყებენ. მით უმეტეს, რომ მზარდია იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც მშვიდობას უჭერენ მხარს”, – წერს უკრაინული გამოცემა.

მეორე მხრივ, თუ კრემლი გამოაცხადებს, რომ ამთავრებს ომს და სურს მოლაპარაკება, “მშვიდობისმყოფელთა” წრე მხოლოდ გაფართოვდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის ამოცანაა – შეინარჩუნოს ​ბახმუტის დაცვა და არ მისცეს მოსკოვს რაიმე სახის „გამარჯვება“, თუნდაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები