ბრიანსკში, რკინიგზაზე აფეთება მოხდა

ბრიანსკის ოლქში, ლიანდაგზე აფეთქების შედეგად, მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

ამის შესახებ Telegram-ში რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა დაწერა.

მისი თქმით, ბრაიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136 კმ-ზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები