მიხეილ სარჯველაძე: გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არის განწყობა, რომელიც მაინც და მაინც თავსებადი არ არის ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკის მოედანზე, გუშინ გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, თითოეულ საკითხზე შესაძლოა პოლიტიკოსებს ჰქონდეთ თანმხვედრი ან განსხვავებული პოზიცია.

„გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში არის განწყობა, რომელიც მაინც და მაინც თავსებადი არ არის ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. საკითხებს რაც შეეხება, ყველაფერს აქვს თავის ფორმა, თავის წესი, თავის დრო და შესაძლებელია თითოეულ მათგანთან მიმართებით გაიმართოს დისკუსია გარკვეულ ფორმატებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანზე გვქონდეს წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია. არ შეიძლება ადამიანების მიერ გამოხატული პოზიციების მექანიკურად გადახარისხება იმის მიხედვით ოპოზიციას რა მოსწონს და რა არა, რომ ეს ფასდებოდეს როგორც დასავლური ან ანტიდასავლური. ასე არ შეიძლება საკითხების დაყენება. თითოეულ საკითხზე შეიძლება პოლიტიკოსებს ჰქონდეს განსხვავებული ან თანხვედრილი პოზიცია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გია გაჩეჩილაძის და მისი თანამოაზრეების ორგანიზებით გამართულ აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს, მათ შორის აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები