მიხეილ სარჯველაძე: კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ ხორციელდებოდეს პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მხრიდან მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ ხორციელდებოდეს პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან.

“ჩემი აზრით, იმდენად დიდი, მანკიერი განზრახვაა იმისი განხორციელება, რასაც ჰქვია საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შეისწავლის სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომ ამას ყველა კონსტიტუციური ხერხით უნდა დავუპირისპირდეთ. იმასაც ვიტყვი, რატომ – იმიტომ, რომ კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ ხორციელდებოდეს პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. ასეთ დროს საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსამართლე, მაგალითად, დაიბაროს და მას ანგარიში მოსთხოვოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ეს არის უზენაესი ღირებულება, რომლის დაკნინების საშუალება არავის უნდა მიეცეს”, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები