კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს
„აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები. ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა იმ ადამიანს მინდა, მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
“მინდა – ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.