“სპეციალური არმია უნდა შეიქმნას” – კადიროვს სურს “დემოკრატიული ქვეყნების მიერ ჩაგრული ხალხის დაცვა”

ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვს დემოკრატიული ქვეყნებიდან ჩაგრული ხალხების დასაცავად არმიის შექმნა სურს.

„ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვფიქრობ კარგი არმიის შექმნაზე, რომ შეეძლოთ სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა და იქაური ხალხის დაცვა, რომლებიც იჩაგრებიან ე.წ.დემოკრატიული ქვეყნების მიერ”, – თქვა მან.

კადიროვმა დასძინა, რომ მას სურს მთელი მსოფლიოდან პატრიოტი ხალხისგან შემდგარი “სპეციალურად გაწვრთნილი” გუნდი, რომელიც მზად იქნება, თავი გაწირონ “არა კაპიკებისთვის, არამედ – წესრიგისთვის”.

„ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და წინ მივდივართ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები