ირაკლი კობახიძე – შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებზე: ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
კობახიძე აქვეყნებს ცესკო-ს წინასწარი შედეგების ცხრილს, სადაც ასახულია როგორც 2023 წლის, ისე – 2021 წლის მაჩვენებლები. ორივე არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამარჯვების გარდა, ცხრილში ნაჩვენებია მიმდინარე წელს ჩატარებულ არჩევნებში, მმართველი პარტიის მომატებული ხმების რაოდენობა.
“ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე,” – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.