კიევის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოკუპანტების ყველა რაკეტა მოიგერია

უკრაინის მასშტაბით გვიან ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავებული იყო კიევის გარშემოც.

როგორც კიევის ადმინისტრაცია თავის “ტელეგრამაში” წერს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რუსული რაკეტის და დრონის ჩამოგდება შეძლეს.

მათივე ინფორმაციით, იერიშს მსხვერპლი ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა არ მოჰყოლია.

“წინასწარი ინფორმაციით, რაკეტები გასროლილია Tu-95MS ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან. დედაქალაქში განგაში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კიევის ხელისუფლების ცნობით, იერიში ერთდროულად განხორციელდა ფრთოსანი რაკეტებით და დრონებით.

ამ დროისთვის, უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო თავდასხმის რეჟიმი გაუქმებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები