ოკუპანტებმა პავლოგრადი დაბომბეს, ათობით დაშავებულია

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ქალაქი პავლოგრადი დაბომბეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა იერიში რაკეტებით მიიტანეს, მათგან 7-ის მოგერიება მოხერხდა.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.

“პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია”,- თქვა მან.

მან დასძინა, რომ „საცხოვრებელ უბანში დაზიანდა 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ხუთი მაღაზია“.

გარდა ამისა, რეგიონის რამდენიმე რაიონში დაზიანდა 40-მდე საცხოვრებელი კორპუსი და სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები