თურქეთში ქალებს გათხოვების შემდეგ საკუთარი გვარის შენარჩუნების უფლება მისცეს
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა გააუქმა, რომლის მიხედვით, ქალებს ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადასვლა ევალებოდათ.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ნორმა თანასწორობის პრინციპების განხორციელების ნაწილში ძირითადი კანონის რამდენიმე მუხლს ეწინააღმდეგება.
ადგილობრივი მედია წერს, რომ არგუმენტებს შორის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ნორმებიც დაასახელა.
მანამდე, დაქორწინებულ ქალებს ქმრის გვარის ან ორმაგი გვარის გამოყენება მხოლოდ შესაბამისი განაცხადის წარდგენის შემდეგ შეეძლოთ.