რომის პაპი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე ვატიკანი ჩართულია საიდუმლო სამშვიდობო მისიაში
ვატიკანი საიდუმლო სამშვიდობო მისიაშია ჩართული, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას.
ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უნგრეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, – წერს Reuters-ი.
“არსებობს მისია, რომელიც ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის გახდება საჯარო, მოგიყვებით. ვფიქრობ, მშვიდობა ყოველთვის მიიღწევა არხების გახსნით. მშვიდობას ვერასოდეს მიაღწევთ ჩაკეტვით. ეს არ არის მარტივი”, – თქვა პონტიფიკოსმა.
რომის პაპმა დასძინა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანსა და მიტროპოლიტ ილარიონთან, ასევე, ბუდაპეშტში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთან ისაუბრა.