გოგა ხაინდრავა – 30 აპრილის აქციაზე: სიყვარულით სავსე საზოგადოება იდგა იქ; იქ არავინ იყო მოსული ვიღაცის დასაჩაგრად

დღეს მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. აქეთ არის ნატოს გაერთიანება, რომლებიც ებრძვიან რუსეთს. რუსეთსაც ჰყავს თავისი მოკავშირეები. ამიტომ პოლიტიკა დამთავრდა, მით უმეტეს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სიყვარულით სავსე საზოგადოება იდგა იქ. იქ არავინ იყო მოსული ვიღაცის დასაჩაგრად. იქ ყველა იყო მოსული იმის სათქმელად, რომ ჩვენ თვითმყოფადი ერი ვართ და ისეთი მიგვიღეთ, როგორიც ვართ, იმიტომ რომ ბევრად მნიშვნელოვანი შენატანი შეგვიძლია შევიტანოთ მსოფლიოში ჩვენი თვითმყოფადობით, ტრადიციით, რწმენით, სიყვარულით, ვიდრე 3 ზარბაზნით, რომლითაც შეიძლება დავუპირისპირდეთ რუსეთს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები