ჯონ ჰოლინსი: ამ არჩევნების გამოცდილება მოგვცემს პოზიტიურ საწყისს იმისთვის, რომ საარჩევნო კომისია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების გამოცდილება მოგვცემს პოზიტიურ საწყისს იმისთვის, რომ საარჩევნო კომისია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ არჩევნების შედეგების შეჯამებისას დამკვირვებელმა კანადიდან, ჯონ ჰოლინსმა განაცხადა.
„ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის ეფექტიანობა, რომელიც ჩვენ საარჩევნო უბნებში დავინახეთ. ჩვენ ვნახეთ, როგორ ტემპში ხდებოდა როგორც ხმის მიცემის პროცესი, ასევე მარკირება და ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდა შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება. ამ არჩევნების გამოცდილება მოგვცემს პოზიტიურ საწყისს იმისთვის, რომ საარჩევნო კომისია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ჯონ ჰოლინსმა.
ცნობისთვის, შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში გუშინ ჩატარდა.