ჯუანშერ ბურჭულაძე: არ მგონია სწორი იყოს პროპაგანდა, რომ ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო არის ჩვენი მეგობარი
“არ მგონია, სწორი პროპაგანდა იყოს ჩვენი მედიის მხრიდან ახლა, რომ გავმიჯნოთ ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთისგან და სხვადასხვაგვარად შევაფასოთ ისინი”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტის საკითხს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს.
„ევროკავშირის ყველა სახელმწიფო არის ჩვენი მეგობარი და ჩვენ ვმუშაობთ მათთან. შეიძლება იყვნენ კონკრეტული ჯგუფები, როლებიც ამა თუ იმ მოვლენის წინააღმდეგ არიან, თუმცა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და დავიცავთ“, – აცხადებს მინისტრი.