აზერბაიჯანში Bayraktar-ის ცენტრი გაიხსნება

თურქული კომპანია Baykar-ის ცენტრი, რომელიც აწარმოებს Bayraktar თვითმფრინავებს, მალე აზერბაიჯანში დაარსდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„როდესაც სელჩუკი (Baykar-ის ტექნიკური დირექტორი სელჩუკ ბაირაქტარი ) იმყოფებოდა აზერბაიჯანში ამ თვის დასაწყისში, 3 აპრილს, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე და შევთანხმდით ბაირაქტარის ცენტრის შექმნაზე აზერბაიჯანში. უახლოეს მომავალში ბაირაქტარის ცენტრი აზერბაიჯანში დაარსდება“, – განაცხადა ალიევმა სტამბოლში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი თურქეთში ამ სახელმწიფოს მეთაურის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები