ინდოეთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ პენჯაბში გაზის გაჟონვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ The Times of India  იტყობინება.

ცნობილია, რომ გაზის გაჟონვა მოხდა ქალაქ ლუდხიანაში მდებარე საწარმოში. დაღუპულთა შორის ხუთი ქალია, ოთხი მამაკაცი და ორი ბიჭი, 10 და 13 წლის.

ტერიტორია, სადაც გაზის გაჟონვა მოხდა, ამ დროისთვის უშიშროების ძალების მიერ არის შემოსაზღვრული. მომხდარის დეტალები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები