გიორგი ხახუბია: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა

ფოთს, ხობსა და სენაკს ახალი მაჟორიტარი ჰყავს. „ქართული ოცნების“ წარდგენილ კანდიდატს გიორგი ხახუბიას ხმა ადგილობრივი მოსახლეობის 95.32%-მა მისცა. ხახუბიამ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა. ეს არის ძირითადი მოტივაცია, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ მეტად ვიმუშაო იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა“, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები