ხათუნა ხოფერია 30 აპრილის აქციაზე: მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ

ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე. არის სერიოზული ძალდატანება ხელისუფლებაზეც და რაც მთავარია, ამას ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ხალხზე აპელირებით. ქართველი ხალხი ძალიან ბევრი ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. არის ღირებულებები, რომელსაც უბრალოდ, არ დავთმობთ“, – განაცხადა ხოფერიამ.

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები