მამუკა მდინარაძე: დღეს უკონკურენტო არჩევნებშიც კი ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-მ „ქართულ ოცნებას“ პროცენტი დაუწერა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს უკონკურენტო არჩევნებშიც კი ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-მ „ქართულ ოცნებას“ პროცენტი დაუწერა.

„სხვა დროს არ მექნებოდა ალბათ ბედნიერება, მშობლიურ თერჯოლაში ჩამოვსულიყავი, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ხოლმე არჩევნები და ცენტრალურ შტაბში ვარ გამაგრებული. დღეს შევძელი მანუჩარ რობაქიძისთვის მხარი დამეჭირა და ის იქნება ძალიან წარმატებული თერჯოლის მერი, ამაში დარწმუნებული ვარ. ზოგადად, სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. წარმატებით მიდის ამ მიმართულებითაც არჩევნები, რაც ძალიან მიხარია. თუკი რაიმე ხარვეზი იქნება, ეს გამოგვადგება შემდეგში დასახვეწად და გამოწვევების გადასალახად, რათა ელექტრონული არჩევნები არანაირ კითხვის ნიშანს აღარ ტოვებდეს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა IRI-ის კვლევა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-მ „ქართულ ოცნებას“ პროცენტი დაუწერა. ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში, სადაც, პრაქტიკულად, ვერ გაუბედეს „ქართულ ოცნებას“ კონკურენტების დაყენება“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები