მაია ფანჯიკიძემ რუმინელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძე რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები და არსებული გამოწვევები მიმოიხილა.
მაია ფანჯიკიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს და რუმინელ დიპლომატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მყოფ ელჩებს. საქართველო ყოველთვის გრძნობდა თქვენს მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში. ჩვენთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარი პრიორიტეტია. ვსარგებლობ შემტხვევით და ასევე მადლობას ვუხდი რუმინეთის პარლამენტს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება“ -აღნიშნა მინისტრმა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინეთის ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის გზაზე ასევე მნიშვნელოვანია მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერა.
„ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ნებაა, რაც ხელისუფლებას აძლევს მეტ მოტივაციას, რომ ამ მიმართულებით გადაგდას მნიშვნელოვანი, ქმედითი ნაბიჯები, გაატაროს რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სიკეთეს მოუტანს. ევროპული დღის წესრიგი საქართველოს შიდა პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად იქცა“-აღნიშნა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძემ ასევე მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის. საკუთარ გამოსვლაში, მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის საკიტხებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მაია ფანჯიკიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს და მისი ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგავრების პროცესში, მადლობა გადაუხადა რუმინეთს, რომელიც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ რუმინელი დიპლომატების შეკითხვებს უპასუხა. ამბასადორიალის დასასრულს რუმინეთის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერტობრივი პრესკონფერენცია გამართეს. რუმინეთში სამუსაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგრეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები