ზელენსკი: პარტნიორებს არ შეიძლება ჰქონდეთ ტაბუ უკრაინისათვის სამხედრო დახმარებაზე
უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს არ შეიძლება ჰქონდეთ ტაბუ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინისთვის მიწოდებული ყოველი დახმარება, საჰაერო თავდაცვის სისტემა, სამხედრო თვითმფრინავი, ყოველი იარაღი და ჯავშანტექნიკა არის გადარჩენილი სიცოცხლე.
„ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერებთან უნდა იყოს დასკვნა, რომ უსაფრთხოების დაცვის საკითხებში არ შეიძლება იყოს ტაბუ. ყოველი ხელოვნურად არჩეული შეზღუდვა უკრაინისთვის არის კიდევ ერთი ტერორისტული შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.