„სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“ – სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი წერს, საერთაშორისო სამართალი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სიმართლეს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მორიგი საეტაპო გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სიმართლეს. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები