უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათგან სამი ბავშვია
რუსი ოკუპანტების მიერ ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათგან სამი ბავშვია. კიდევ 18 მოქალაქე დაშავებულია, მათგან 9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს უკრაინის ტერიტორია დაბომბეს. უმანში ჭურვი მაღალსართულიან სახლს მოხვდა.
ასევე, დაიბომბა დნიპრო, სადაც დედა-შვილი დაიღუპა.