დავით მათიკაშვილი: ჩვენი პარტნიორების გახშირებული ვიზიტები არის ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ პასუხი კითხვაზე – სად მიდის საქართველო

საქართველო მიდის იქ, სადაც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ეს არის ევროპა და ევროკავშირი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოხატვაა.

„ვნახეთ საქართველოში პოლონეთის მაღალი დონის ვიზიტი, დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა – რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ჩანს ორმხრივი სურვილი, რომელიც, საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინით, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით უნდა დასრულდეს. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პარტნიორების გახშირებული ვიზიტები არის ჩვენი ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ პასუხი კითხვაზე – სად მიდის საქართველო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები