არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებ სააკაშვილის გარემოცვას, დაანებონ თავი სამარცხვინო, ძირგამომთხრელ კამპანიას საკუთარი ქვეყნის მიმართ და დაკავდნენ მართლაც ჯანმრთელობის საკითხებით
სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი მის გარემოცვას არ აინტერესებს. მათი ერთადერთი ინტერესია, რომ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება და საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე განახორციელონ პოლიტიკური ზეწოლა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ზეწოლით იღებს გადაწყვეტილებებს; ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციითა და კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, დაანებონ თავი სამარცხვინო, ძირგამომთხრელ კამპანიას საკუთარი ქვეყნის მიმართ და დაკავდნენ მართლაც ჯანმრთელობის საკითხებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.