ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს არქიტექტურისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს არქიტექტურისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს არნე ჰოის და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე წარადგინეს პრეზენტაცია ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელსაც აკადემია 2021 წლიდან საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში „ახალი დემოკრატიის ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს. დანიელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად სახელოვნებო სკოლის შენობის აღდგენაზე მუშაობენ.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები