ირაკლი ჩიქოვანი – სააკაშვილზე: სასჯელს სამართლიანად იხდის, მთავარია – მისმა ყველა ახლობელმა და ლობისტმა უზრუნველყოს, რომ თვითდაზიანება შეწყვიტოს
ყველა კარგად ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის. ახლა მთავარია, რომ მისმა ყველა ახლობელმა და ლობისტმა უზრუნველყოს, რომ მან თვითდაზიანება შეწყვიტოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტზე კომენტირებისას განაცხადა.
„ყველასთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ინტერესი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასაღებს, თითქოს და, ეს არის საერთაშორისო მედიის ინტერესი, ფაქტია, არის ლობისტური საქმიანობის შედეგად მიღებული – ეს არის ობიექტური რეალობა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.