გივი მიქანაძე – ჟურნალისტს: მორჩით მანიპულაციურ განცხადებებს – ეს არის მორიგი მცდელობა, ასწიოთ თემა, თითქოს, უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ

ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. შესაბამისად, ეს არის მორიგი მცდელობა, ასწიოთ თემა, რომ თითქოს უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით! – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე, სადაც უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

„დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. შესაბამისად, ეს არის მორიგი მცდელობა, ასწიოთ თემა, რომ თითქოს უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით! მინისტრთან შეხვედრა ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი. ამიტომ დელეგაციამ მუშაობა დაასრულა და წამოვიდა. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რომელიც აწეულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ამას ხელს უწყობთ. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული და ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს – იმაზე საუბარი, რომ თითქოს საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები