სარჯველაძე – კეზერაშვილზე: არასდროს გულწრფელი დამოკიდებულება არ ჰქონია, ყოფილიყო თავისუფალი სიტყვის ხელშემწყობი

კარგი დემონსტრირებაა იმისა, რომ არასდროს გულწრფელი დამოკიდებულება არ ჰქონია, ყოფილიყო თავისუფალი სიტყვის ხელშემწყობი და არა ოლიგარქობის მცდელობის მქონე პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ნამდვილად არ შემქმნია იმის ილუზია და არ მგონია, ვინმეს შეჰქმნოდა ეს ილუზია, რომ თუნდაც რეალურად რომ გადაეფორმებინა, ამით გვერდზე გაიწეოდა და აღარ იქნებოდა მმართველი რეალურად მედიასაშუალების. ამდენად, გასაგებია, ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ შეექმნა შთაბეჭდილება და ილუზია, თითქოს, მისთვის თავისუფალი სიტყვაა ღირებული და არა ამ მედიასაშუალების გამოყენება საკუთარი, ვიწრო, მერკანტილური ინტერესებისთვის.

კარგი დემონსტრირებაა იმისა, რომ არასდროს გულწრფელი დამოკიდებულება არ ჰქონია, ყოფილიყო თავისუფალი სიტყვის ხელშემწყობი და არა ოლიგარქობის მცდელობის მქონე პოლიტიკოსი“, – თქვა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ BBC-მ საგამოძიებო მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერებისთვის ფულის თაღლითურად გამოძალვის საერთაშორისო სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, კეზერაშვილმა “ფორმულას” წილის 25%-ის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გაირკვა რომ მისი ქართული დოკუმენტები ვადაგასულია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს სამართლებრივ მოთხოვნაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები